"ინტერმა" დე როსის კონტრაქტი შესთავაზა

2-05-2017, 08:05

მილანის "ინტერი" დიდ ინტერესს იჩენს ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველის, დანიელე დე როსის მიმართ და მას ორ წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ის სეზონში ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ნერაძურის" გარდა დე როსის გადაბირება "მილანს" და "იუვენტუსს" სურს, მაგრამ, როგორც ჩანს პირველი ნაბიჯები "ინტერმა" გადადგა, რომელიც დანიელეს ნახევარდაცვის პოტენციურ ლიდერად განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ დე როსიმ "რომას" შემოთავაზება უარყო. მიზეზი კი ერთ წლიანი კონტრაქტი და 4 მილიონი ევრო იყო.

დანიელეს არ სურს სხვა იტალიურ კლუბში თამაში და "ჯალოროსისგან" გაუმჯობესებულ შემოთავაზებას ელოდება, თუმცა თუ ეს პროცესი დიდ ხანს გაგრძელდა, ის მზადაა ნებისმიერი შემოთავაზება განიხილოს.



  • goga11
  • 2 მაისი 2017 08:07
ar unda wavides ra. totis mere istoriashi yvelaze didi romaelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით