“ვესთ ჰემი“ მერტენსში 30 მილიონს იხდის

2-05-2017, 20:28

RADIO CRC იტყობინება, რომ “ვესთ ჰემის“ ბოსების გადაწყვეტილებით, მათი კლუბი “ნაპოლის“ 30 მილიონს შესთავაზებს მათი ბელგიელი შემტევის, დრიეს მერტენსის სანაცვლოდ.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ვესთ ჰემის“ გარდა კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, “მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს. მერტენსი “ნაპოლიში“ წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს და როგორც მისი აგენტი აცხადებს, ზაფხულში არაერთ შემოთავაზებას ელიან, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თავისი კლიენტი იტალიურ კლუბში თავს კარგად გრძნობს.

მერტენსის სატრანსფერო ღირებულება კი 
25 მილიონს შეადგენს, თუმცა ცხადია გაყიდვის შემთხვევაში ნეაპოელები ეცდებიან, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მეტად გაზარდონ. ექსპერტები თვლიან, რომ ბელგიელი “ვესთ ჰემში“ თამაშს არ მოისურვებს.



  • Geto
  • 2 მაისი 2017 20:29
ლოგიკურია ვესთ ჰემში რა უნდა ამას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით