ბუფონი: "ფინალზე ფიქრი ჯერ ნაადრევია"

4-05-2017, 01:07

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსმა" გასვლაზე "მონაკოს" დამარცხება 0:2 გონსალო იგუაინის დუბლის წყალობით მოახერხა და ტურნირის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა გააკეთა.

"ამ შედეგის მიღწევა ურთულესი იყო. მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და საკუთარ მოედანზე მშვიდად თამაშის საშუალება მოგვცემა. რაც შეეხება ფინალს, ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია. უკვე 5 მატჩია პლეიოფში "იუვენტუსი" გოლს არ უშვებს, ეს შედეგი მთლიანად გუნდის დამსახურებაა, ყველა ფეხბურთელმა იცის, როგორ და რანაირად მოიქცეს მოედანზე". - განაცხადა ბუფონმა.

"იუვენტუსი" და "მონაკო" განმეორებით შეხვედრას ტურინში 9 მაისს ჩაატარებენ.




  • beka10
  • 4 მაისი 2017 01:16
გენაცვალე ჯიჯი საუკეთესო ხარ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით