ფალკაო:“ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ“

4-05-2017, 16:39

ტურინის “იუვენტუსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, “მონაკოს“ კაპიტანმა, რადამელ ფალკაომ მცირე განცხადება გააკეთა მატჩთან დაკავშირებით.

“ჩვენ არაერთი კარგი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, მაგრამ ფორტუნამ გვიმტყუნა, არ გაგვიმართლა და ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა აღსანიშნავია ბუფონის უმაღლესი კლასიც, რომელმაც ხელი შეგვიშალა ტურინელთა კარის აღებაში.“

“ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს. სტუმრად უნდა ვითამაშოთ მაქსიმალურად შემტევი ფეხბურთი და ვეცადოთ, რომ გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი გოლი. “იუვენტუსი“ სერიოზულ უპირატესობას ფლობს და საკუთარ მოედანზე მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“- ფალკაო
.



  • Geto
  • 4 მაისი 2017 16:40
მონაკო წელს სახლში გოლს თუ ვერ გაუტანდა ვინმეს არ მეგონა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით