ლაკაზეტე თანახმაა “ატლეტიკოს“ შეუერთდეს

5-05-2017, 12:08

RMC იუწყება, რომ “ლიონის“ ფრანგი ფორვარდი, ლაკაზეტე თანახმაა ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს და მადრიდის “ატლეტიკოს“ შეუერთდეს.

ფეხბურთელის მიმართ დიდი ხანი იჩენდა ინტერესს ლონდონის “არსენალი“, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე “მეთოფეების“ სურვილი ინტერესთა სფეროს არ სცდება ხოლმე და აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელი დაიღალა ინგლისური კლუბისგან არაფრისმომცემი შეთავაზებებით.

სწორედ ამიტომ, დიდია იმის შანსი, რომ ახალი სეზონიდან ლაკაზეტე მადრიდულ კლუბში ვიხილოთ. ესპანელებს მოთამაშის შეძენა 40 მილიონი დაუჯდებათ. როგორც ცნობილია თავად ლაკაზეტე თანახმაა სიმეონეს გუნდში ითამაშოს.



  • Geto
  • 5 მაისი 2017 12:09
კარგია გამოიცვალოს გუნდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით