ნაინგოლანს "ინტერი" იზიდავს

5-05-2017, 23:55

ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გადაბირებით უამრავი ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის ყველაზე მეტად მილანის "ინტერი" და ლონდონის "ჩელსი" აქტიურობენ. "calciomercato.com"-ის ცნობით კი 29 წლის ფეხბურთელი უპირატესობას იტალიურ გრანდს ანიჭებს.

"ინტერმა" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა კოსტას მანოლასთან და შესაძლოა მათ "რომას" მეორე ფეხბურთელიც გადაიბირონ. ფაქტი ისაა, რომ "მგლები" მონკის თაოსნობით მთლიან გარდაქმნას გეგმავენ და არაა გამორიცხული სოლიდური თანხის სანაცვლოდ ბელგიელი ვარსკვლავი დათმონ.

ნაინგოლანს პირადი მიზეზების გამო იტალიაში დარჩენა ურჩევნია, ასე რომ რომიდან წასვლის შემთხვევაში დიდი ალბათობით, რაჯა მილანში გადაბარგდება. ასევე სახელდება ბელგიელის სავარაუდო სატრანსფერო თანხაც, რაც 40 მილიონ ევროს შეადგენს.



  • Leroy
  • 6 მაისი 2017 00:48
premier ligashi minda es kaci

  • Faizo
  • 7 მაისი 2017 00:33
Es baiernshi vidaltan ertad daxatavda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით