მალდინის “მილანში“ დაბრუნება არ სურს

6-05-2017, 11:44

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სამუშაოდ დაუბრუნდეს მის ყოფილ გუნდს, “მილანს“.

“შევუერთდები თუ არა “მილანის“ ახალ ჯგუფს? არა. ამაზე მე დიდი ხანი ვფიქრობდი. უარი ოქტომბერშიც ვთქვი და ახლაც ამ აზრზე ვარ. მე არ მქონია პრობლემები არც გუნდის ძველ ხელმძღვანელებთან და არც ახლა, ახალ ბოსებთან, მაგრამ მე არ მსურს “მილანში“ დაბრუნება და რაიმე პოსტის დაკავება.“

“ჩემი აზრით ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის საკუთარ თავზე აღება არ მსურს. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, უბრალოდ ბევრი ვიფიქრე და მივიჩნიე, რომ ასე უფრო სწორი იქნება. მე რა თქმა უნდა ისევ ძალიან მიყვარს ეს გუნდი და ვუსურვებ დიდ წარმატებებს. “მილანი“ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია.“ - განაცხადა მალდინიმ



  • Geto
  • 6 მაისი 2017 11:46
Numero Uno Capitano heart_eyes heart_eyes heart_eyes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით