“მანჩესტერ სიტიმ“ 70 მილიონი გაამზადა

6-05-2017, 13:15

გამოცემა Football Italia იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი“ მზადაა 70 მილიონი გადაუხადოს ტურინის “იუვენტუსს“ ალექს სანდროს სანაცვლოდ.

ბრაზილიელი ფლანგელი მცველი იტალიურ გუნდში “პორტოდან“ გადავიდა 2015 წელს. მისი შეძენა “იუვეს“ მაშინ 26 მილიონი დაუჯდა. მას შემდეგ ფეხბურთელი ძალიან დაიხვეწა და გააუმჯობესა თმაშის ხარისხი, რითაც სხვადასხვა კლუბების ყურადღება მიიქცია.

ზემოთხსენებული წყაროს ცნობით, ალექს სანდროს შეძენა ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უნდა და სწორედ ამიტომ, “ქალაქელები“ მზადყოფანს გამოთქვამენ მოთამაშეში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ. ექსპერტების აზრით, იტალიელები ამას დათანხმდებიან.

  • Geto
  • 6 მაისი 2017 13:16
კარგი მცველია მაგრამ ამდენი ნაღდად არ ღირს და ჯობია გაყიდონ თუ მართლა მისცემენ ამდენ ფულს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით