მილიკი კლუბის გამოცვლას არ აპირებს

6-05-2017, 20:53

“ნაპოლის“ პოლონელმა შემტევმა, მილიკმა მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თავის კლუბს.

“სამწუხაროდ სეზონის სტარტზე ტრავმა მივიღე, ამიტომაც საკმაოდ დიდი დრო გამიცდა. თავიდან ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაგრამ მიღებული დაზიანების შედეგად მე ბევრი დავკარგე და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ამ პერიოდში მე ვგრძნობდი თანადგომას კლუბისგან, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო “ნაპოლის“ თითოეულ წევრს.“

“მე არ ვაპირებ გუნდის გამოცვლას. “ნაპოლიში“ თავს კარგად ვგრძნობ და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.“ -განაცხადა მილიკმა
.



  • Geto
  • 6 მაისი 2017 20:55
ტრავმები ხელს თუ არ შეუშლის კარგად მოერგო ნაპოლის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით