პიანიჩი ესპანურ გრანდში?

1-06-2016, 15:09

შესაძლოა, ბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" ფეხბურთელი, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ესპანეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლუის ენრიკეს "ბარსელონას" შემადგენლობაში მირალემ პიანიჩის ხილვა სურს, რომელთან ერთადაც ის ადრე "რომაში" მუშაობდა. როგორც ადრე ცნობილი გახდა, რომაელები ბოსნიელი ნახევარმცველის გასაშვებად მზად არიან, თუმცა მისი მყიდველი არაიტალიური კლუბი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ პიანიჩის პირად ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც "რომა" ვალდებულია, ის გაუშვას, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს გადაიხდის. მირალემის მიმართ ინტერესს ასევე "პარი სენ ჟერმენი" და "იუვენტუსი" იჩენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით