"ჩელსი" "რომას" დუეტის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს ამზადებს

8-05-2017, 17:05

ინგლისური მედია იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები იტალიაში ჰყავს მონიშნული და მზადაა "რომას" დუეტის, რაჯა ნაინგოლანისა და ანტონიო რუდიგერის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

29 წლის ნაინგოლანი კონტეს გეგმებში იმ დღიდან შედის, როდესაც იტალიელი "არისტოკრატებს" ჩაუდგა სათავეში. მათ კონკურენციის გაწევა მოუწევთ "მილანისთვის" და "ინტერისთვის", რომლებიც დაახლოებით 30 მილიონ ფუნტს იხდიან ბელგიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ.

კონტეს კიდევ ერთი სამიზნე გერმანიის ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერია, რომელიც სერია ა-ში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად განიხილება და გარდა ამისა მას დაცვის ნებისმიერ ოთხ მონაკვეთში შეუძლია პროდუქტიულად თამაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით