მოურინიომ ხელმძღვანელობას რუნის შემცვლელი წარუდგინა

8-05-2017, 20:25

ესპანური მედიის ცნობით, ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ხელმძღვანელობას რუნის სავარაუდო შემცვლელი წარუდგინა, რომლის სანაცვლოდაც ინგლისელებს ძალიან ბევრის გადახდა მოუწევთ. საუბარი 27 წლის გერმანელ ფეხბურთელზე, მარკო როისზე, რომელიც "დორტმუნდის" ღირსებას იცავს.

ასევე ესპანური ტაბლოიდების ცნობით, როისის აგენტს დიეგო სიმეონეც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ჩანს მარკოს ესპანეთის იდეა არ ხიბლავს. გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე არსენ ვენგერი ყველანაირი ძალით ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას, თუმცა გერმანელმა შემტევმა "არსენალში" გადასვლა არ ისურვა.

უეინ რუნი სავარაუდოდ ზაფხულში ჩინეთს მიაშურებს. შორეული აღმოსავლეთის ბინადრები მზად არიან 31 წლის ვარსკვლავს სეზონში ანაზღაურების სახით 32 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით