ჟარდიმის მიმართ ინტერესს 2 კლუბი იჩენს

8-05-2017, 22:00

უცხოური პრესის ცნობით, "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის, ლეონარდო ჟარდიმის მიმართ ინტერესს 2 კლუბი იჩენს.

როგორც ცნობილია, ფრანგული კლუბის თავკაცის, ჟარდიმის ხილვა თავიანთ გუნდებში "არსენალის" და "ინტერის" ბოსებს სურთ. მიმდინარე სეზონში წარმატებას ვერ აღწევენ ვერც ლონდონური და ვერც მილანური გუნდები. ორივე კლუბის წარუმატებლობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. "მეთოფეების" გულშემატკივრები ვენგერის განთავისუფლებას უვკე დიდი ხანია ითხოვენ, რაც შეეხება სტეფანო პიოლის, მან "ნერაძური" ახლახანს ჩაიბარა, მაგრამ მან ფეხი ვერ მოიკიდა იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ჟარდიმი "მონაკოს" ამ სეზონში ჩინებულად ხელმძღვანელობს. გუნდი ძალიან ახლოსაა საფრანგეთის ჩემპიონობასთან და ამასთან ერთად "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალურ ეტაპზეც იმყოფება. მისი მოთამაშეები მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ, რითაც ამ სპორტის მოყვარულები აღფრთოვანებულები არიან. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ჟარდიმის ხილვა მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღნიშნულ კლუბებს სურთ.

ოფიციალური განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.



  • Geto
  • 8 მაისი 2017 22:03
ეჰ დაშლიან მონაკოს ტრენერსაც წაართმევენ და მოთამაშეებსაც

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით