კავანი: "ნაპოლის" გულშემატკვრებმა თავი ლეგენდად მაგრძნობინეს"

8-05-2017, 22:05

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ნაპოლიზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს, რადგან "სტადიო სან პაოლოსთან" უამრავი მშვენიერი მოგონება აკავშირებს.

"ყოველთვის ვამბობ, რომ დღე არ გავა ისე ჩემს სამშობლოზე, ჩემს ოჯახზე და ჩემს სახლზე არ ვიფიქრო. ძალიან მიყვარს ურუგვაი, თუმცა მინდა კარიერა მაღალ დონეზე დავასრულო და ევროპაში დავრჩე, იმედია ასეც იქნება."

"საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არ ვაპირებ, რომ ფეხბურთი დავივიწყო. თუ კლუბის შეცვლას გადავწყვეტ "ნაპოლიში" დავბრუნდები, რადგან ლურჯ მაისურთან უამრავი დადებითი მოგონება მაკავშირებს."

"ნეაპოლში თამაშობენ ჩემი მეგობრები და არიან გულშემატკივრები, რომლებმაც თავი ლეგენდად მაგრძნობინეს. ჩვეულებრივი ამბავია, რომ გინდა დაბრუნება იქ, სადაც შენი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარე. ახლა პარიზის დატოვებაზე არ ვფიქრობ, ვნახოთ რა მოხდება 2020 წელს მაშინ, როცა "პსჟ"-სთან კონტრაქტი დამიმთავრდება" - განაცხადა ედინსონ კავანიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით