კიელინი: "იგუაინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"

9-05-2017, 16:26

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ გონსალო იგუაინზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო ცენტრალურ თავდამსხმელებს შორის სამეულში მარტივად შეიყვანდა.

"გონსალო ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. დღესღდღეობით ის მსოფლიოს საუკეთესო სამ თავდამსხმელს შორისაა და არც ის იქნება უადგილო თუ ვიტყვი, რომ საუკეთესოცაა." - განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.

"ნაპოლიში" გატარებული სამი წლის შემდეგ, გონსალო იგუაინმა "იუვენტუსში" გატარებულ პირველივე სეზონში ყველა ტურნირზე 32 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით