ალეგრი: "მონაკოს" დასაკარგი არაფერი აქვს"

9-05-2017, 16:34

უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "მონაკოს" უმასპინძლებს. პირველი მატჩი საფრანგეთში ტურინელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრის წინ მედიასთან კომენტარი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა. 

"მონაკოს" დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი თავისუფლად ითამაშებენ და შეუძლიათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნან, რადგან ძალიან კრეატიული ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით წინა ხაზში. აუცილებელია "იუვენტუსმა" აგრესიულად შეუტიოს და ფეხბურთელებმა საკუთარ ამოცანებს თავი გაართვან".

"მნიშვნელოვანია, რომ იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე მონაკოში. წინა შეხვედრაში შეცდომები გვქონდა და მათი გამოსწორება გვმართებს. იმ თამაშის შედეგი ჯერ არაფერს ნიშნავს, წინ 90 წუთია". - განაცხადა ალეგრიმ.



  • beka10
  • 9 მაისი 2017 16:35
მსჰვიდად მიიყვანს მაქსი საქმეს ბოლომდე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით