ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლოა "ინტერი" დატოვონ

9-05-2017, 20:34

როგორც იცით, "ინტერის" ხელმძღვანელები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში მრავალი ცვლილების განხორციელებას გეგმავენ.

გამოცემა Premium Sport-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებმაც დიდი ალბათობით შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვონ და გაიყიდნონ.

1.ივან პერისიჩი - მისი გაყიდვა 50 მილიონად ივარაუდება. 2.ბროზოვიჩი - მას მილანური გუნდი 25 მილიოანდ აფასებს. 3.ჰანდანოვიჩი - გუნდის პირველი მეკარე, შესაძლოა კლუბმა 15 მილიონად გაყიდოს. 4.ედერი - მოთამაშით "ინტერის" ბოსები უკმაყოფილონი არიან და მისი გაყიდვა 15 მილიოანდ ივარაუდება. 5.მურილო - მოთამაშის სატრასნფერო ღირებულებად 15 მილიონი სახელდება. 6.გაბრიელ ბარბოსა - ახალგაზრდა ბრაზილიელმა "ნერაძურიში" ფეხი ვერ მოიკიდა და დიდია იმის შანსი, რომ ის 20 მილიოანდ გაყიდონ ან არენდით გაანათხოვრონ.

თუ ზემოთხსენებულ გამოცემას ვენდობით, "ინტერი" ზაფხულში რამდენიმე ტოპ ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ამასთან, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ "ნერაძურიმ" მთავარი მწვრთნელიც გამოიცვალოს.



  • Geto
  • 9 მაისი 2017 20:35
მილანსაც და ინტერსაც დიდი წმენდა სჭირდებათ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით