• 15-07-2023
    "გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა" - უეფა საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
    "გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა" - უეფა საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

    უეფამ საქართველოს მთავრობას წერილი გამოუგზავნა, სადაც ალექსანდრ ჩეფერინი ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებულად გამართვაში:

    "ბატონო პრემიერ-მინისტრო! წინამდებარე წერილით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენდამი იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელმაც საოცარი წარმატება მოუტანა ამ ჩემპიონატს. გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც თქვენი ეროვნული ნაკრების მომნუსხველი თამაშის სტილი, დაგვირგვინდა ქართული გუნდის მატჩებზე მასშტაბური დასწრებით. ერთი მეორის მიყოლებით, სამ მატჩზე მოიხსნა გადაჭედილი სტადიონების რეკორდი, რაც 21 წლამდე ფინალურ თამაშებზე გვინახავს უეფა-ს მასშტაბით"

    "ყოველივე ამის შედეგად, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიებად. ამაღელვებელი თამაში, რომელიც მრავლად ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება ულამაზეს მოგონებად. თან, ეს ღონისძიება უფრო ხანგრძლივი ეფექტის მქონე იქნება იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო, რომელიც დროისა და ფინანსური რესურსით გამოიხატა და რაც არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლების მშენებლობას მოხმარდა. სახელდობრ, ორი არსებული სტადიონით - თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის - ისევე, როგორც ხუთი ახალი უმაღლესი დონის სამწვრთნელო ბაზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ევროპის ჩემპიონატის საერთო წარმატებაში" 

    "დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული ობიექტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს. თქვენი ხედვა და ზრუნვა, ისევე როგორც თანამასპინძელი რუმინეთისა, ორკესტრირებულად განაპირობებდა ამ ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის“, - წერს უეფა წერილში.

    Facebook კომენტარები