"იუვენტუსს" ბენატიას გამოსყიდვა სურს

10-05-2017, 10:47

იტალიური პრესის ცნობით, ტურინის "იუვენტუსს" ბენატიას სრულად გამოსყიდვა სურს. ფეხბურთელი არენდის წესით იტალიურ კლუბში გამოდის, თუმცა ის მიუნხენის "ბაიერნის" საკუთრებაა.

იმ შემთხვევაში თუ იტალიელებსა და გერმანელებს შორის გარიგება შედგება, ბავარიელები 17 მილიონს მიიღებენ. მოროკოელი მცველით ასევე ინტერესდება ფრანგული "მარსელიც", რომელიც მზადაა ფეხბურთელში 25 მილიონი გადაუხადოს "ბაიერნს".

ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არცერთ მხარეს არ გაუკეთებია, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბენატია "იუვენტუსში" დარჩენას მოინდომებს და დიდია იმის შანსი, რომ ტურინელებმა ფეხბურთელი სრულად გამოისყიდონ. როგორც მოთამაშის აგენტი რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, მისი კლიენტი ტურინულ გუნდში უკმაყოფილო არ იყო.



  • Geto
  • 10 მაისი 2017 10:48
რომადან წასვლის შემდეგ მაგრად მოუკლო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით