დელ პიერო:"ალეგრი ზიდანზე გამოცდილი მწვრთნელია"

11-05-2017, 20:10

როგორც იცით, "ჩემპიონთა ლიგის" ამ სეზონის ფინალურ მატჩში, ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 3 ივნისს კარდიფში გაიმართება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ.

"წინ დიდებული ფინალი გველის. ორი ღირსეული კლუბი იბრძოლებს ამ დიადი თასისთვის. შემადგენლობების თვალსაზრისით, ტურინელებსაც და მადრიდელებსაც ტოპ კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთი ვიხილოთ."

"რთულია რომელიმე გუნდის უპირატესობაზე საუბარი, მაგრამ ალეგრი ზიდანზე გამოცდილი მწვრთნელია, მიუხედავად იმისა, რომ ზიზუმ უფრო მაშტაბურ წარმატებას მიაღწია. ტაქტიკური თვალსაზრისით ალბათ მცირე უპირატესობა "იუვეს" სასარგებლოდაა." - განაცხადა დელ პიერომ






  • Geto
  • 11 მაისი 2017 20:12
იმედია თასი იტალიაში წამოვა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით