"მილანმა" როდრიგესთან ტრანსფერი შეათანხმა

11-05-2017, 21:30

"L’Equipe"-ს ცნობით, იტალიურმა "მილანმა" შვეიცარიელი მარცხენა მცველი, როკარდო როდრიგესი სან სიროზე თამაშზე დაითანხმა და ამის სანაცვლოდ "ვოლფსბურგის" ბიუჯეტი 22 მილიონი ევროთი შეივსება.

როდრიგესის შეძენით ლონდონის "არსენალი" და მილანის "ინტერიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა სედ კოლასინაჩთან შეთანხმებას მიაღწიეს, შვეიცარიელი მცველისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ასევე იწერება, რომ "მილანმა" უკვე გაიფორმა ესპანური "ვილიარეალის" ცენტრალური მცველი, მატეო მუსაკიო, ხოლო პაპუ გომესთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.



  • goga11
  • 11 მაისი 2017 21:33
italiashi amaze uketesi marcxena mcveli mxolod aleqs sandroa. magari transferia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით