რონალდო: "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

11-05-2017, 23:19

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს "რეალი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან. როგორც რონალდომ თქვა, "ბებერ სინიორას" მეტოქის დამარცხება და ჩემპიონობის გაფორმება ნამდვილად შეუძლია.

"ფინალში მაყურებელი საოცარ სანახაობას იხილავს. ორივე გუნდი ბრწყინვალე შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც მომენტის შექმნა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლიათ. ფავორიტი, რა თქმა უნდა, "რეალია", თუმცა მე თუ მკითხავთ, "იუვენტუსს" გამარჯვების მოპოვება ნამდვილად შეუძლია. ალეგრიმ მიმდინარე სეზონში საოცარი სამუშაო გასწია და ძალიან ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ჩამოაყალიბა". - განაცხადა რონალდომ.

რონალდო ლუის ნაზარიო საკუთარ კარიერაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ დაასახელს.

  • beka10
  • 11 მაისი 2017 23:20
legendam icis yvelaferi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით