მესი "ბარსას" აფრთხილებს: "როისის ყიდვისგან თავი შეიკავეთ"

12-05-2017, 01:28

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით, ზაფხულში "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის მარკო როისის შეძენას აპირებს, თუმცა ამ ტრანსფერის წინააღმდეგი გუნდის ლიდერი ლიონელ მესია.

მესის აზრით, როისი ის ფეხბურთელი არაა, რომელსაც კატალონიიური გრანდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება შეუძლია, რადგან ძალიან ხშირად აქვს ტრავმა და ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ფაქტობრივად ვერ ახერხებს. 

მწვრთნელის ცვლილებასთან ერთად, რომელიც ზაფხულში მოხდება, "ბარსელონა" შემადგენლობაშიც აპირებს დიდი ცვლილებების შეტანას. პირველ რიგში, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მათ ადგილას უფრო კვალიფიციური კადრების მიყვანა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მესიმ გუნდის ხელმძღვანელობას ე.წ. "შავი სიაც" წარუდგინა, იგი "ბარსელონადან" ჟერემი მატიეს, ლუკა დინის, ანდრე გომეშისა და პაკო ალკასერის გაშვებას მოითხოვდა.

თავად არგენტინელს "ბლაუგრანასთან" ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია.



  • beka10
  • 12 მაისი 2017 01:29
ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბატონი ლეო ბრძანებს!

  • rename
  • 12 მაისი 2017 12:09
მესი ბარსელონას ბიძინაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით