დიბალა: "ზიდანთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი"

12-05-2017, 02:15

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ "Sky Sport"-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ზინედინ ზიდანზეც.

"ბუფონი ნამდვილად ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. გამიმართლა რომ მასთან ერთად თამაში მომიწია. ალვეში უამრავი ზედსართავი სახელით შეიძლება მოიხსენიო, მაგრამ ყველაზე მეტად მას ფენომენალური უხდება."

"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ზიდანთან ერთად. ყველამ კარგად ვიცით, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას საფეხბურთო მოედანზე. რომის ფინალი? საკმაოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან ეს ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება სტადიო ოლიმპიკოს, ჩემი დებიუტი იტალიაში "პალერმოს" მაისურით, სწორედ ამ მოედანზე შედგა, რაც განსაკუთრებულ გრძნობებს მახსენებს."

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილ ფეხბურთელად ალეგრიმ ჩამომაყალიბა. მე ხშირად მადარებენ ალესანდრო დელ პიეროს, რაც ჩემთვის დიდი პატივია. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც გულშემატკივრები ისე შემიყვარებენ, როგორც ის უყვართ." - განაცხადა პაულო დიბალამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით