მჭედლიძე "კალიარისთან" მატჩს გამოტოვებს

12-05-2017, 12:45

იტალიური პრესის ცნობით, ლევან მჭედლიძე იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურის მატჩს გამოტოვებს, სადაც მისი გუნდი სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდება.

ქართველმა თავდამსხმელმა დაზიანება "მილანთან" მატჩში 33-ე ტურში მიიღო, სადაც მან ანგარიშის გახსნაც მოახერხა, მაგრამ როგორც პრესა წერს, ექიმები ჯერაც არ აძლევენ ლევანს თამაშის უფლებას და ის მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

მჭედლიძის გუნდი 14 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდება. ქართველი ლეგიონერი უდიდესი ალბათობით სათადარიგოთა სკამზეც არ იქნება. ექიმები ჯერაც ვერ აკონკრეტებენ ზუსტ თარიღს თუ როდის გამოჯანმრთელდება სრულად მოთამაშე.

მჭედლიძემ სერია ა-ს ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა მოახერხა.



  • Geto
  • 12 მაისი 2017 12:48
ტრავმები ამ კაცის კარიერას შეიწირავს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით