"ინტერი" კონტეს ეპატიჟება

12-05-2017, 13:26

იტალიური პრესის ცნობით, "ინტერის" ხელმძღვანელებს ძალიან უნდათ, რომ მათი გუნდი "ჩელსის" თავკაცმა, ანტონიო კონტემ გაწვრთნას და ისინი მას მილანურ გრანდში ეპატიჟებიან.

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ კონტემ განაცხადა, რომ ის ამჟამად "არისტოკრატებთან" ბედნიერია და მისი მიზანია ლონდონურ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს, მაგრამ ადრე თუ გვიან იტალიაში აუცილებლად დაბრუნდება, რადგან მისი გული სწორედ რომ სამშობლოსკენ მიუწევს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში იტალიური მედია აქტირუად ალაპარაკდა იმაზე, რომ კონტე უკვე მომდევნო სეზონიდან დაბრუნდებოდა სერია ა-ში, მიუხედავად იმისა, რომ კონტეს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ახლა კი Football Italia წერს, რომ "ინტერის" ხელმძღვანელები "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს მალე ოფიციალური შეთავაზებით მიმართავენ და "ნერაძურის" გაწვრთნას შესთავაზებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თავად ანტონიო კონტეს პოზიცია თუ რამდენად სურს მას "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება.



  • Geto
  • 12 მაისი 2017 13:28
ზოგს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ რატომაც არა თუ ინტერი 150 მილიონამდე გამოყოფს ტრასნფერებისთვის და 3-4 ნორმალურ ფეხბურთელს დიამატებს და მწვრთნელიც კონტე იქნება იტალიაში პირველობისთვის ბრძოლას შეძლებენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით