"ინტერის" შეთავაზება პეპეს

13-05-2017, 22:27

გამოცემა Football Italia იტყობინება, რომ "ინტერი" მადრიდის "რეალის" ვეტერანი მცველის, პეპეს დამატებას ცდილობს და მზად არის პორტუგალიელ ფეხბურთელს შეთავაზებით მიმართოს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "ნერაძური" 35 წლის მოთამაშეს წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონს სთავაზობს. "სამეფო კლუბში" კი მიიჩნევენ, რომ პეპე უკვე იმდენად ასაკოვნია, რომ დროა კლუბი დატოვოს და ისინი მის შემცვლელს ეძებენ, ხოლო იტალიელები პორტუგალიელს საკმაოდ მაღალ ხელფასს სთავაზობენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დიდია იმის შანსი პეპემ "ინტერის" მაისური მოირგოს. ოფიციალური შეთავაზებით მილანელები ფეხბურთელის აგენტს და "რეალს" ზაფხულში მიმართავენ.



  • Geto
  • 13 მაისი 2017 22:29
კი გამოცდილია მაგრამ უკვე საკმაოდ ასაკშია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით