ნესტა: "რეალში" წასვლას "მილანში" თამაში ვამჯობინე"

13-05-2017, 22:42

"Corriere dello Sport"-თან ინტერვიუში, ლეგენდარულმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც უარყო "რეალის" შეთავაზება და "მილანში" თამაში გადაწყვიტა.

"ლაციოს" დატოვება არ მინდოდა, არ ვიყავი მზად სახლის დასატოვებლად. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ამ კლუბისათვის ვიყავი დაბადებული და კარიერასაც ამ დიდებულ კლუბში დავასრულებდი."

"შემოთავაზება მქონდა მადრიდის "რეალისგან", თუმცა "მილანში" თამაში ვამჯობინე, რადგან ეს ყოველთვის ჩემი მიზანი იყო. მადლობა ღმერთს იმ ტიტულებისათვის, რაც "როსონერისთან" ერთად მოვიგე, თუმცა "ლაციოს" დატოვება ძალიან გამიჭირდა." - განაცხადა ალესანდრო ნესტამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით