გვარდიოლამ დონარუმას შეძენის სურვილი გამოთქვა

14-05-2017, 15:58

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" 18 წლის მეკარის ჯანლუიჯუ დონარუმას გადაბირებისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო. როგორც ბრიტანული სპორტული პრესა იუწყება, ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ გრავდიოლას გუნდი 22 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

დონარუმას შეძენის სურვილი, როგორც პრესა იუწყება, თავად გვარდიოლამ გამოთქვა, რადგან თვლის, რომ გუნდს ფეხით დამაჯერებლად მოთამაშე მეკარე სჭირდება და ამ ყველფრის გაკეთებას კლაუდიო ბრავო ვერ ახერხებს.

"მანჩესტერ სიტი" დონარუმას კვირაში ხელფასის სახით 70 000 ფუნტს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე ბერად მეტია. თავად "მილანი" დონარუმას გაშვებას არ აპირებს და ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მისთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავენ.

დონარუმას შეძენა "მანჩესტერ სიტის" გარდა ამ უკანასკნელის თანაქალაქელ "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს.

  • beka10
  • 14 მაისი 2017 16:00
ბარსაში არ ვიტყოდი უარს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით