ლუკა მოდრიჩს 3 მსურველი გამოუჩნდა

14-05-2017, 19:00

გამოცემა goal.com-ი იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ხორვარი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის გადაბირებას 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთბაშად 3 დიდი კლუბი შეეცდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მოდრიჩის დამატება ლონდონის "ჩელსის", "პსჟს" და მიუნხენის "ბაიერნს" სურთ. როგორც ცნობილია, კარლო ანჩელოტი მისი ყოფილი შეგირდის თავის ამჟამინდელ გუნდში მოყვანას ლამობს და ის ალონსოს შემცვლელად სურს. "არისტოკრატებს" კი კანტეს მეწყვილედ ხორვატი მოთამაშე სჭირდებათ. რაც შეეხებათ პარიზელებს, უამრავი ინფორმაცია ვცელდება მათ 2 მოთამაშეზე. მარკო ვერატიზე და მატუიდიზე, რომ შესაძლოა ერთ-ერთმა მათგანმა გუნდი გამოიცვალოს. ხორვატი კი ცხადია ნებისმიერი გუნდის ნახევარდაცვის ხაზს საგრძნობლად გააძლიერებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი "რეალმა" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" 30 მილიონად შეიძინა და იმ დროიდან მოყოლებული ლუკა "სამეო კლუბის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზიდანი ფეხბურთელის გაყიდვას არ დათანხმდება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხას შესთავაზებენ მადრიდელებს მოთამაშის სანაცვლოდ. 

transfermarkt-ის მიხედვით, 31 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 45 მილიონს შეადგენს.

  • Geto
  • 14 მაისი 2017 19:04
ამის გაშვება რეალისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ სანაცვლოდ ვერატის მოიყვანენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით