მასკერანო "მანჩესტერ სიტის" დაუკავშირეს

14-05-2017, 21:42

გავლენიანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მომდევნო სეზონიდან შესაძლოა პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" ვიხილოთ.

როგორც ცნობილი ხდება, გვარდიოლა ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში მოუტანს გუნდს სარგებელს. ამ ყველაფრისთვის კი მასკერანო იდეალური ვარიანტია. სწორედ გვარდიოლას "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდში იქცა არგეტნინელი ცენტრალურ მცველად და დაკისრებულ მოვალეობებს თავს დღემდე დამაჯერებლად ართმევს.

"მასკერანო დღემდე საუკეთესოა თავის პოზიციაზე და უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მისნაირი ფეხბურთელის ჩემ გუნდში ხილვა, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა. ვიმედოვნებ, ზაფხულში მის დაბრუნებას შევძლებთ", - ამბობს გვარდიოლა.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს "ბარსელონას" მასკერანოს ტრასნფერთან დაკავშირებით, თუმცა ზაფხულში გუნდში სერიოზული წმენდა იგეგმება და მას შესაძლოა სამხრეთ ამერიკელიც შეეწიროს.

ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" 2010 წელს "ლივერპულიდან" შეუერთდა.

  • beka10
  • 14 მაისი 2017 21:44
maskes wasvla ar gvaywobs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით