• 15-07-2023
    ჩავიმ სამიზნესთან სიტყვა გატეხა - დეტალები
    ჩავიმ სამიზნესთან სიტყვა გატეხა - დეტალები

    როგორც მოგეხსენებათ, საყრდენის პოზიციაზე "ბარსელონას" რჩეული "ჟირონას" ნახევარმცველი ორიოლ რომეუა, რომლის ტრანსფერსაც კატალონიელები ძალიან მალე დახურავენ.

    რომეუმდე "ბლაუგრანა" ბევრი სამიზნის გამოცვლის შედეგად მივიდა. კლუბმა ვერ შეძლო მარტინ ზუბიმენდის, იოზუა კიმიხისა და მარსელო ბროზოვიჩის გადაბირება, რამაც ორიოლს გრანდის კარი გაუხსნა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთ" უკავშირებდნენ "ბეტისის" არგენტინელ შუახაზელს, გვიდო როდრიგესსაც.

    ჟურნალისტ ხუან სალვადოს ინფორმაციით, გვიდოს ჩავი ერნანდესმა აპრილში ასეთი რამ უთხრა: "არავის შეუთანხმდე. ჩვენ ძალიან მოგვწონხარ."

    მიუხედავად "ბარსას" მთავარი მწვრთნელის დაპირებისა, 28 წლის ფეხბურთელისთვის არც მატეუ ალემანის დაურეკავს და არც დეკუს. წესით, გვიდო უკვე კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ "ბლაუგრანაში" წელს ვეღარ გადავა.

    ცნობისთვის, გასულ სეზონში გვიდომ 44 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები