ბუფონი:"რომაელებმა გამარჯვება დაიმსახურეს."

15-05-2017, 10:56

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით გაიმართა იტალიის სერია ა - ს 36-ე ტურის მატჩი, სადაც "რომამ" საკუთარ მოედანზე ტურინის "იუვენტუსი" მიიღო და 3-1 დაამარცხა სტუმრები.

"რომაელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენ არ გამოგვივიდა ისე, როგორც ამას ვგეგმავდით, მაგრამ მე მესმის ჩემი ბიჭების. ისინი საკმაოდ გადაიღალნენ და ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიცაა "რომა" რთული იყო ამ ფონზე თამაში. წინ კიდევ 2 ტურია დარჩენილი და "იუვენტუსი" აუცილებლად გააკეთებს ისე, რომ სკუდეტო ტურინში დარჩეს."

"ჩემპიონთა ლიგის" ფინალამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იმ შეხვედრისთვის ვიყოთ 100%-ით მზად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერია ა - ში დანებებას ვაპირებთ. "იუვეს" მიზანია მოიგოს ყველა ტურნირი, სადაც კი მონაწილეობას იღებს." - განაცხადა ბუფონმა

  • Geto
  • 15 მაისი 2017 10:57
დამარცხების აღიარებაც რომ შეგიძია ნუმერო უნო

iuve m tu shemdegic waago 1 adgili ar eqneba amitom ftxilad unda iyos

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით