"ინტერი" პოჩეტინოს კანდიდატურას განიხილავს

15-05-2017, 11:19

იტალიური პრესა იტყობინება, რომ "ინტერი" მთავარი მწვრთნელის კიდევ ერთ კანდიდატურას განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ Football Italia წერდა, რომ "ნერაძურის" ანტონიო კონტეს გადაბირება სურდა, ახლა კი მას "ტოტენჰემის" თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს უკავშირებენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონტე, რომელმაც "ჩელსისთან" ერთად ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, დიდი ალბათობით ახლა არ დატოვებს ლონდონურ გუნდს და მილანურ გრანდს გაუჭირდება მისი დარწმუნება იმაში, რომ იტალიელი თავისთან გადაიბიროს. სწორედ ამიტომ "ნერაძური" მეორე ლონდონური გუნდის მწვრთნელის, პოჩეტინოს კანდიდატურას განიხილავს.

როგორც Football Italia წერს, "ინტერი" მზად არის პოჩეტინოს საკმაოდ მაღალი ხელფასი შესთავაზოს. წელიწადში 10 მილიონი ევრო. ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ შავ-ლურჯებს პოჩეტინოს გადაბირება გამოუვათ, ისინი "ტოტენჰემიდან" რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებასაც შეეცდებიან.



  • Geto
  • 15 მაისი 2017 11:21
გეგმები კარგი აქვთ მთავარია როგორ განახორციელებენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით