ლევან ყენია "ლოკომოტივში" ითამაშებს

16-05-2017, 15:24

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ თბილის "ლოკომოტივთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ გუნდის ღირსებას ამ დროის განმავლობაში დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ ყენიას პირველი პროფესიული კლუბი სწორედ "ლოკომოტივი" იყო, საიდანაც კარიერა "შალკეში" გააგრძელა. მაშინ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ტრავმების გამო მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა.

ყენიას უკანასკნელი გუნდი პრაღის "სლავია" იყო, რომლის შემადგენლობაშიც ჯამში 3 გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 26 წლის ფეხბურთელს 27 მატჩი აქვს ჩატარებული.



  • beka10
  • 16 მაისი 2017 15:24
საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგია, მაგრამ ცუდია კარიერა რომ დაენგრა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით