კავანი: "სანჩესსა და ობამეიანგს პარიზში დიდი სიამოვნებით ვიხილავ"

16-05-2017, 15:50

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი შეუერთდება პარიზულ გრანდს, მით უფრო ბედნიერი იქნება.

"თუ სანჩესი და ობამეიანგი პარიზში გადმოვლენ ბედნიერი ვიქნები, რადგან პირველ რიგში მე "პსჟ"-სთვის ვთამაშობ და მსურს, რომ ამ კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგო."

"სტატისტიკურად, ეს ჩემი საუკეთესო სეზონია კარიერაში, რადგან ბევრი გოლი გავიტანე, თუმცა მე ოდნავ განსხვავებული ხედვა მაქვს. ჩემთვის წარმატება გუნდთან ერთად მოპოვებული ტიტულებია." - განაცხადა ედინსონ კავანიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსები აბობოქრდნენ: "ბასილაშვილმა ჩვენს სპორტსმენთან ეს ამიტომ გააკეთა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით