"იუვენტუსი" რაჯა ნაინგოლანის შეძენას გეგმავს

16-05-2017, 16:08

ავტორიტეტული გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, ზაფხულში ტურინის "იუვენტუსის" ერთერთი მთავარი სატრასნფერო სამიზნე "რომას" ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი იქნება.

როგორც წყარო გვაუწყებს, ტურინელები ნაინგოლანის სანაცვლოდ მზად არიან 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. "იუვენტუსის" მიზანია მირალემ პიანიჩს მოედნის ცენტრში კვალიფიციური მეწყვილე მოუძებნოს, ხოლო ამ შემთხვევაში ნაინგოლანი იდეალური ვარიანტია, რადგან მათ გარკვეული პერიოდი ერთად აქვთ გატარებული.

ტრანსფერის შესრულებებისას "იუვენტუსი" შესაძლოა გარკვეულ პრობლემებს წააწყდეს, რაგდან ნაინგოლანს ნათქვამი აქვს, რომ "იუვენტუსი" სძულს.

29 წლის ბელგიელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 გოლი აქვს გატანილი.

  • beka10
  • 16 მაისი 2017 16:11
მაგარი შენაძენი იქნება ძალიან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით