მარკინიოსმა და ვერატიმ ჭორები უარყვეს

16-05-2017, 17:46

ფრანგულმა პრესამ გაავრცელა "პარი-სენ ჟერმენის" 2 წამყვანი მოთამაშის, მარკო ვერატის და მარკინიოსის განცხადებები, სადაც ფეხბურთელებმა ჭორები უარყვეს და აღნიშნეს, რომ ისინი კლუბის გამოცვლას არ გეგმავენ.

მარკინიოსი:"მე დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ "პსჟში" დავრჩები, რათა ტიტულების მოგება განვაგრძო. აქ თავს კარგად ვგრძნობ და არ ვაპირებ სიტუაციის შეცვლას. ჩემთვის ყველაფერი დამაკმაყოფილებელია."

ვერატი:"პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონშიც ამ გუნდის მაისურს მოვირგებ. მესმის, რომ პრესაში ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ინფორმაციები და ამას ჩვენ უკვე შევეგუეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სიმართლეა რაც იწერება."

შეგახსენებთ, რომ ვერატის და მარკინიოს არაერთ სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ მოთამაშეებმა L'equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურეს, რომ გუნდს ამ ეტაპზე არ გამოიცვლიან.



  • Geto
  • 16 მაისი 2017 17:47
პსჟმ ასეთი დონის ფეხბურთელები თუ არ შეინარჩუნა წასულია მაგის საქმე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით