"რომა" ბოატენგის ტრანსფერზე მუშაობს

16-05-2017, 18:14

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა გაავრცელა ინფორმაცია ჟერომ ბოატენგის შესახებ, სადაც ფეხბურთელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ასევე არ გამორიცხავდა კლუბის გამოცვლას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელდებიდან მეორე დღესვე გერმანულმა პრესამ ანჩელოტის განცხადებაც გაავრცელა სადაც იტალიელი აღნიშნავდა, რომ გერმანელი მცველი არსად არ წავიდოდა, იტალიური Corriere Dello Sport იტყობინება, რომ "რომა" უკვე დაუკავშირდა მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელებს და მუშაობა დაიწყო ბოატენგის ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგმა ბუნდესლიგის ამ სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი მარტინესმა წაართვა. ამას გარდა გერმანელს ახალი კონკურენტი მომდევნო სეზონიდან კიდევ ეყოლება ნიკოლას ზიულეს სახით. სწორედ არსებული მდგომაროების გამო ბოატენგი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

  • Geto
  • 16 მაისი 2017 18:16
ბაიერნიდან რომაში რატომ უნდა გადახვიდე თორე ხო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით