ობამეიანგმა შეთავაზება ჩინეთიდანაც მიიღო

16-05-2017, 18:34

როგორც იცით, უკანასკნელ პერიოდში "დორტმუნდის" აფრიკელ თავდამსხმელ ობამეიანგს ბრიტანულ-ფრანგული პრესა "მანჩესტერ იუნატიედში'" ან "პარი-სენ ჟერმენში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს.

როგორც გამოცემა L'Equipe იტყობინება, ობამეიანგმა შეთავაზება ჩინეთის სუპერ ლიგიდანაც მიიღო. კერძოდ კი "ტიანჯინ ქუანჯიანიდან", რომელიც აფრიკელს სთავაზობს, რომ თუ ის ჩინეთში გადაბარგდება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დიდია იმის შანსი 27 წლის ფეხბურთელი დათანხმდეს ჩინეთში გადასვლას დიდძალი თანხის სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ "ტიანჯინ ქუანჯიანის" თავკაცი კანავაროა, რომელმაც გუნდში უკვე გადაიყვანა ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან პატო და ვიტსელი და მისი მიზანია, რომ თავის კლუბში კიდევ არაერთი ტოპ ტრანსფერი განახორციელოს.

  • Geto
  • 16 მაისი 2017 18:37
არ გამიკვირდება თუ წავა ჩინეთში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით