ტომას ტუხელი "დორტმუნდს" დატოვებს

16-05-2017, 19:22

გამოცემა Bild იტყობინება, რომ "დორტმუნდის" თავკაც, ტომას ტუხელს კლუბის ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, რის გამოც ის სეზონის დასრულებისთანავე კლუბს დატოვებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ბორუსიელებმა უკვე ახალი მწვრთნელის პოვნაც მოახერხეს. მათ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს "ნიცას" 59 წლის შვეიცარიელ თავკაც, ლუსიენ ფავრთან. როგორც ცნობილია, გერმანული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის მუშაობასთან დაკავშირებით, რასაც თავად ტუხელი არ ეთანხმება და უკეთეს პირობებს მოითხოვდა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდება, როცა სეზონი დასრულდება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ტუხელი ბორუსიული კლუბის დატოვების შემდეგ.

  • Geto
  • 16 მაისი 2017 19:24
არადა ცუდი მწვრთნელი არ არის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით