"იუვეს" ფეხბურთელები რომის პაპმა დალოცა

16-05-2017, 22:56

17 მაისს იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და რომის "ლაციო" დაუპირისპირდებიან. თამაშამდე 1 დღით ადრე "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელები რომის პაპს ვატიკანის რეზიდენციაში ესტუმრნენ, სადაც სპორტსმენებსა და კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს შორის გულთბილი შეხვედრა შედგა.

"იუვეს" ფეხბურთელებმა პაპს სამახსოვროდ კლუბის მაისურები გადასცეს, თავად პაპმა კი ფეხბურთელები დალოცა და ახალგაზრდა თაობების ჩამოყალიბებაში მათ უდედს როლზე გაამახვილა ყურადღება.

"ფეხბურთელები ეს ის ხალხია, რომლებიც მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. მათ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობები აკვრიდებიან და სპორტსმენებისგან უამრავ ცხოვრებისეულ მაგალითს იღებენ. ფეხბურთელებმა მოედანზე ერთმანეთის პატივისცემა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა უნდა გამოავლინონ"- ციტირებს "The Daily Mail"-ი პაპ ფრანცისკის სიტყვებს. 

ცნობისთვის კი გეტყვით, რომ წარმოშობით არგენტინელი სასულიერო პირი მისივე ქვეყნის კლუბის, "სან ლორენცოს" გულშემატკივარია.

  • herrgio
  • 16 მაისი 2017 22:57
დიდებული კლუბი დიდებულ ადამიანთა. FORZA JUVE

  • lahm16
  • 16 მაისი 2017 22:59
მგონია მოუგებენე რეალს და ლაციოსაც თასსზე

  • herrgio
  • 16 მაისი 2017 23:01
პაპის ლოცვით წინ კარდიფისაკენ :დდ

ჯიჯი ოქროს ბურთსაც მალე გადმოგცემენ <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით