ლუსიან ფავრის დანიშვნა "ბორუსიაში" ფაქტობრივად გადაწყვეტილია

16-05-2017, 23:12

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ზაფხულში ტომას ტუხელი დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს, ხოლო გუნდმა მისი შემცვლელი უკვე ფაქტობრივად მონახა. სავარაუდოდ, "ბორუსიას" ფეხბურთელებს მომდევნო სეზონიდან ლუსიან ფავრი გაწვრთნის.

ფავრი ამ მომენტში ფრანგულ "ნიცას" ავარჯიშებს, რომელმაც წელს ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაისაკუთრა. 

59 წლის შვეიცარიელ სპეციალისტს გერმანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2007 დან 2015 წლამდე იგი ჯერ ბერლინის "ჰერტას", ხოლო შემდეგ გლადბახის "ბორუსიას" ედგა სათავეში.

რაც შეეხება ტუმას ტუხელს, მან "დორტმუნდი" 2015 წელს ჩაიბარა, თუმცა ჯერ გუნდთან ერთად ვერცერთი ტიტული მოიგო.

  • beka10
  • 16 მაისი 2017 23:12
დზალიან დონე სპეციალისტია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით