ლაკაზეტი "ატლეტიკოსთან" კონტაქტს ადასტურებს

17-05-2017, 12:08

ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ გაავრცელა "ლიონის" ფრანგი ფორვარდის, ლაკაზეტის განცხადება, სადაც მოთამაშემ დაადასტურა, რომ მას და მის აგენტს კონტაქტი აქვთ მადრიდის "ატლეტიკოსთან".

"მე ძალიან მომწონს "ატლეტიკო". მას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ანტუან გრიზმასნ და მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს. ჩემს აგენტს ჰქონდა შეხვედრა მადრიდული გუნდის წარმომადგენლებთან, მაგრამ ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სეზონის დასრულების შემდეგ, მსურს, რომ "ლიონის" წარმომადგენლებს გავესაუბრო, რის შემდეგაც გადავწყვეტ ყველაფერს." - განაცხადა ლაკაზეტმა

აქვე შეგახსენებთ, რომ ფრანგის სატრანსფერო ღირებულება ამ წუთისთვის 40 მილიონს შეადგენს. ბრიტანული პრესა მოთამაშეს "ლივერპულს" და ლონდონის "არსენალსაც" უკავშირებს.



  • Geto
  • 17 მაისი 2017 12:09
კარგია ლიონი უნდა დატოვოს უკეთეს გუნდს იმსახურებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით