დორტმუნდში მომხდარ აფეთქებაზე ყველაფერი გაირკვა

17-05-2017, 13:18

როგორც იცით, 11 აპრილს "ჩემპიონთა ლიგის" ამ სეზონის მეოთხედფინალური მატჩის დაწყებამდე სადაც "დორტმუნდი" და "მონაკო" ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ ბორუსიელთა ავტობუსთან აფეთქება მოხდა, რის გამოც მაშინ მატჩი გადაიდო და მეორე დღეს ჩატარდა, სადაც გერმანელები საკუთარ მოედანზე 2-3 დამარცხდნენ ფრანგებთან.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ მომხდარი არ იყო ტერორისტული აქტი. აფეთქება 28 წლის რუსმა მოაწყო, რომელსაც გერმანიის მოქალაქეობაც აქვს და მიზეზად მისი პირადი ფინანსური მოტივები დასახელდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ აფეთქების შემდეგ გერმანულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე მეორე დღეს ჩატარებულ მატში მარცხი განიცადა და ტომას ტუხელი UEFA-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და მოითხოვდა თამაში კიდევ რამდენიმე დღით გადადებულიყო, რადგან მომხდარმა ფსიქოლოგიურად იმოქმედა მის მოთამაშეებზე, რამაც ხელი შეუწყო გუნდის უარყოფით შედეგს.



  • Geto
  • 17 მაისი 2017 13:19
მთავარია ყველანი გადარჩნენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით