"პსჟ" პერისიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო

17-05-2017, 14:37

Football Italia-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ტოტენჰემს" პერისიჩის შეძენაში ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ "პარი-სენ ჟერმენის" სახით.

როგორც ცნობილია, პარიზელებს და მილანელებს შორის უკვე მოხდა შეხვედრა და "ნერაძურის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ "პსჟს" 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რაც შეეხება მოურინიოს გუნდს, ისინი უკვე დიდი ხანია ხორვატით ინტერესდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ "წითელი ეშმაკები" მადრიდის "რეალიდან" ბეილს ან ხამეს როდრიგესს დაიმატებენ, შესაძლოა პერისიჩის ტრანსფერი აღარ განიხილონ.

"ინტერის" ბოსები მიიჩნევენ, რომ ახალი სეზონიდან კლუბს მრავალი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი შეეცვლება. ისინი მზად არიან "ტოტენჰემთანაც" განიხილონ აღნიშნული საკითხი, თუმცა ლონდონური გუნდი 50 მილიონის გადახდას ვერ ახერხებს. "ნერაძური" ამ შემთხვევაში შესაძლოა მცირე დათმობაზე წავიდეს, რადგან მათ მაურისიო პოჩეტინოს გადაბირება სურთ.



  • Geto
  • 17 მაისი 2017 14:39
ინტერს რა უნდა თვითნაც არ იცის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით