"ბარსელონა" დე შილიოსათვის ბრძოლაში ჩაება

17-05-2017, 17:54

კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ყურადღებით აკვირდება იტალიელი მცველის, მატია დე შილიოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას.

24 წლის ფეხბურთელს "მილანთან" კონტრაქტი 2018 წელს ეწურება და იმ შემთხვევაში, თუ ამ ზაფხულს მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, "როსონერი" მის გაყიდვას შეეცდება.

ესპანური გრანდის გარდა, დე შილიოს შეძენა ტურინის "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" სურთ. უახლესი ინფორმაციის თანახმად, მატია ყველაზე ახლოს ტურინულ გრანდთანაა, თუმცა ფერნანდესი დანებებას არ აპირებს.

  • goga11
  • 17 მაისი 2017 17:55
mogvashoret!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით