არველაძე "პახტაკორთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

17-05-2017, 22:42

Championat.Asia-ს ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე მოლარაკებებს ტაშკენტის "პახტაკორის" ხელმძღვანელობასთან აწარმოებს. 

12 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი "პახტაკორისა" და "ბუხარას" შეხვედრას დაესწრო და კლუბის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდა.

გამოცემა კონკრეტულად არ აზუსტებს, რა სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს კლუბსა და სპეციალისტს შორის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მალე ქართველს "პახტაკორის" მთავარი მწვრთნელის რანგში ვიხილავთ.

უკანასკნელი გუნდი, რომელსაც არველაძე ავარჯიშებდა, ისრაელის "მაკაბი" იყო. მანამდე იგი "ქაიზერისპორს", "კასიმპაშასა" და "ტრაბზონსპორს" ედგა სათავეში.



  • beka10
  • 17 მაისი 2017 22:46
რეინჯერსსჰი ვერლოდი შოთის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით