ტურინი "ტრებლის" მოლოდინშია: "იუვე" იტალიის თასის მფლობელია

18-05-2017, 01:54

იტალიის თასის ფინალში ტურინის "იუვენტუსმა" რომის "ლაციო" დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 დაჯაბნა და ჩემპიონის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა.
ტურინელებიდან მეტოქის კარის აღება ლეონარდო ბონუჩიმ და დანი ალვეშმა მოახერხეს. 

ამ გამარჯვებით კი "ბებერი ქალბატონი" "ტრებლის" მოპოვებას საკმაოდ მიუახლოვდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის სუპერთასთან ერთად შეიძლება ითქვას სერია ა-ც მოიგო და საეჭვოა, რომ ბოლო 2 ტურში ტურინელებს მისი უახლოესი მდევარი "რომა" შეეცილოს ტიტულის დაუფლებაში.

გარდა შიდა ჩემპიონატისა იტალიელები მსოფლის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებენ ასპარეზობას, სადაც კარდიფში ისინი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან. იმ შემთხვევაში თუ "იუვენტუსმა" "ბლანკოსის" დამარცხება შეძლო, ალეგრის გუნდი "ტრებლის" მფლობელი გახდება, რაც უდიდესი მიღწევა იქნება, როგორც კლუბისთვის ასევე მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვისაც.

  • herrgio
  • 18 მაისი 2017 01:59
იუვეს შეუძლია რეალის დამარცხება ამის რესურსი აქვს და წელს ფორმის პიკშია გუნდი

ჯიჯი ყველაფერი უნდა მოიგოს და ისე წავიდეს ღირსეულად

მთავარია რამოსი ჩაკეტონ დანარჩენზე არ ვნერვიულობ :დდდ

  • rename
  • 18 მაისი 2017 09:58
რეალი ფავორიტია.შემადგენლობაც უკეთესი ყავს, შანსები 60% იუვეს 40%.

chemi azrit bolo wutebze ramosi tu chaketes mogebuli aq iuventuss da egaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით