• 16-07-2023
    ცნობილია - თბილისის "დინამო" "ასტანას" მატჩს პრემიერ ლიგის არბიტრი განსჯის
    ცნობილია - თბილისის "დინამო" "ასტანას" მატჩს პრემიერ ლიგის არბიტრი განსჯის

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისი "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის განმეორებით მატჩში 19 ივლისს "ასტანას" დაუპირისპირდება.

    მედიაში ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ შეხვედრას პრემიერ ლიგის ერთ-ერთი არბიტრი უხელმძღვანელებდა.

    როგორც იწერება, დაპირისპირებას სტიუარტ ბერტი განსჯის, მას პრემიერ ლიგაში 180-ზე მეტი მატჩი აქვს განსჯილი.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, ქართველ გულშემატკივარს კი მხოლოდ და მხოლოდ სტადიონზე მისვლა და გუნდის გამხნევება გვევალება.

    Facebook კომენტარები